სიახლეები

მთავარი

22 ივნისი, 2023

თამარ მეფის გამზირზე და სუხიშვილის ქუჩაზე კორპუსების ეზოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორში, თამარ მეფის გამზირზე №33 და სუხიშვილის ქუჩაზე №18 და №20 კორპუსების ეზოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

გარდა ამისა, მალე დაიწყება კიდევ 9 მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ეზოს რეაბილიტაციაც:

ჭავჭავაძის გამზირი №47

აღმაშენებლის გამზირი №44

აღმაშენებლის გამზირი №46

ბაქოს ქუჩა №2

რუსთაველის №49

სტალინის გამზირი №8

სტალინის გამზირი №13

ამილახვრის ქუჩა №23

ნადირაძის №15

თორმეტივე პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100%-ით ფინანსდება.

სამუშაოები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.

პროგრამის 2023 წლის ბიუჯეტი 2 მილიონი ლარია.

მიმდინარე წელს დაფინანსების მიზნით 100 - მდე ამხანაგობამ წარმოადგინა საპროექტო ინიციატივა. მათი განხორციელება ეტაპობრივად იგეგმება. პროექტების შერჩევისას პრიორიტეტი ენიჭება სარეაბილიტაციო ობიექტის დაზიანების ხარისხს.

სახურავების გადახურვა (90%), ეზოს მოასფალტება (100%), სასმელი წყლის (100%), საკანალიზაციო სისტემების (100%), კორპუსების ფასადების (90%), ლიფტებისა (90%) და სადარბაზოების რეაბილიტაცია (90%) - ეს იმ სამუშაოების არასრული ჩამონათვალია, რაც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

90% - იანი თანადაფინანსების შემთხვევაში, მერია ამხანაგობების სოციალურად დაუცველი წევრების წილობრივ თანხასაც აფინანსებს.

თანადაფინანსების პროგრამა მუნიციპალიტეტს პრივატიზებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების კანონიერად დახმარების საშუალებას აძლევს. მოქალაქეები მინიმალური ფინანსური თანამონაწილეობით ახორციელებენ პატარ-პატარა პროექტებს. პროგრამა ამხანაგობის წევრებს საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების შესაძლებლობას აძლევს, თანამონაწილეობა კი ამაღლებს საერთო საკუთრების მიმართ მოსახლეობის პასუხისმგებლობას.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით