სიახლეები

მთავარი

13 ივნისი, 2023

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ბაკურიანში ,,საზაფხულო ბანაკი 2023’’ იხსნება

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ბაკურიანში ,,საზაფხულო ბანაკი 2023’’ იხსნება.


ბაკურიანში 150-მდე ახალგაზრდა გაემგზავრება.

 პროექტში მონაწილეობას შეძლებენ:

გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ახალგაზრდები 16-დან 20 წლის ჩათვლით.

მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.


სააპლიკაციო ფორმის შესავსებად მიჰყევით ბმულს -

https://docs.google.com/.../1FAIpQLScxoqT9YdciI9.../viewform

ბენეფიციართა შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:

დოკუმენტაციის გადარჩევა
გასაუბრება

ბანაკის წევრებს ჩაუტარდებათ ტრენინგები შემდეგი თემების შესახებ:

ემოციების მართვა, ეფექტური კომუნიკაცია
პროფესიული ორიენტაცია, კარიერის დაგეგმვა
ადგილობრივი თვითმმართველობა, სამოქალაქო აქტივიზმი, ადვოკატირება
პროექტების წერა
ემოციური კაპიტალი

გარდა აღნიშნულისა, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა შემეცნებითი, კულტურული, სპორტული და გასართობი აქტივობებიც.

თითოეულ ნაკადზე ბაკურიანში 50 ახალგაზრდა გაემგზავრება. ისინი საზაფხულო ბანაკში 5 სრული დღე დარჩებიან.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

გორის მუნიციპალიტეტის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით, ბაკურიანის საზაფხულო ბანაკი გორელ ახალგაზრდებს მეორე წელია მასპინძლობს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:


599 85 17 47

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით