სიახლეები

მთავარი

09 მაისი, 2023

ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წელი

ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, გორში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან და ადგილობrივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მებრძოლთა მემორიალი გვირგვინებით შეამკო.

საბრძოლო დიდების მუზეუმთან შეიკრიბნენ სამამულო ომის მონაწილეების ახლობლებიც. მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს 78 წლის წინ განვითარებული მძიმე მოვლენები.

გორის მუნიციპალიტეტში ამჟამად მეორე მსოფლიო ომის ორი მონაწილე ცხოვრობს. ორივე ვეტერანს მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ოჯახებში სტუმრობდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს და სასურსათო პაკეტები გადასცეს. გარდა ამისა, 9 მაისთან დაკავშირებით ისინი გორის მუნიციპალიტეტისგან 300 ლარიან დახმარებას მიიღებენ.

წლის განმავლობაში, კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვეტერანებისთვის განკუთვნილი დახმარება ჯამში 1000 ლარს შეადგენს.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით