სიახლეები

მთავარი

02 მაისი, 2023

წიგნი „თეატრი გორში“ პრეზენტაცია

გორის თეატრში წიგნის „თეატრი გორში“ პრეზენტაცია გაიმართა.

ლაშა ჩხარტიშვილის წიგნი გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით დაიბეჭდა და მასში თავმოყრილი ინფორმაცია მოგვითხრობს ქართლში თეატრალური ხელოვნების ისტორიას ანტიკური პერიოდიდან დღემდე.

 

დამოუკიდებელ საქართველოში ეს არის ქართლის რეგიონში თეატრის ისტორიის შეფასების პირველი ცდა, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს გორის თეატრის მნიშვნელობას.

წიგნის პრეზენტაციას ერისთავის თეატრში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

წიგნის „თეატრი გორში“ წარდგენის შემდეგ, ერისთავის თეატრში რეჟისორ ნიკოლოზ ჰაინე-შველიძის სპექტაკლის „ქეიფი სოლოლაკში“ ჩვენება გაიმართა.

წარმოდგენა ნიკოლოზ ჰაინე-შველიძემ 1923 წელს განვითარებული მოვლენების მე-100 წლისთავთან დაკავშირებით, ნოდარ მაჭარაშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით დადგა. სპექტაკლი აღწერს საქართველოს ოკუპაციის შემდგომ პერიოდს და მოგვითხრობს საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორის - კოტე აფხაზისა და მისი თანამებრძოლების ბოლშევიკების მიერ დახვრეტის ამბავს.

გორის მუნიციპალიტეტის მერია მჭიდროდ თანამშრომლობს ერისთავის თეატრთან და ყოველთვის მზადაა მხარი დაუჭიროს იმ პროექტებს, რომლებიც გორის თეატრის განვითარებასა და პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით