სიახლეები

მთავარი

27 აპრილი, 2023

პოზიტიური აღზრდის მეთოდების შესახებ ფსიქოლოგ მაია ცირამუასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის მერიის, ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების ინიციატივითა და ორგანიზებით პოზიტიური აღზრდის მეთოდების შესახებ ფსიქოლოგ მაია ცირამუასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ფსიქოლოგები, მოსწავლეები, მშობლები, და პედაგოგები.

შეხვედრაზე, რომელიც წიგნის „მშობლების დედაენის“ პრეზენტაციით დაიწყო, ფსიქოლოგმა მაია ცირამუამ მშობლებს პოზიტიური აღზრდის მეთოდების გაუზიარა. მან ისაუბრა გზებზე, რომლებიც უზრუნველყოფს მშობელსა და შვილს შორის ჰარმონიულ და ურთიერთგაგებაზე დამყარებულ ურთიერთობას.

შეხვედრის ყველა მონაწილეს წიგნი „მშობლების დედაენა“ საჩუქრად გადაეცა.

აქტივობა ევროკავშირის სოციალური ცვლილების კამპანიის „იმშობლეს“ მხარდაჭერით გაიმართა.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით