სიახლეები

მთავარი

25 აპრილი, 2023

გორში ორ ლოკაციაზე ახალი შუქნიშნები დამონტაჟდა

გორში ორ ლოკაციაზე ახალი შუქნიშნები დამონტაჟდა.

მძღოლები და ქვეითები უკვე ახალი შუქნიშნებით სარგებლობენ ქალაქში არსებულ ორ გზაჯვარედინზე

ცხინვალის გზატკეცილის, ტყვიავისა და პუშკინის ქუჩების კვეთაზე

 

სტალინისა და თამარ მეფის გამზირების კვეთაზე

პროექტის მიზანი იყო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

გარდა ტრანსპორტისა, ახალი შუქნიშნები მოაწესრიგებს ქვეითების მოძრაობასაც და ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვისაც. ორივე ლოკაციაზე მოეწყო ხმოვანი შეტყობინების სისტემა. გორში პირველად დამონტაჟდა საგზაო მოძრაობის რეგულირების ტექნიკური მოწყობილობები, რომლებიც ითვალისწინებს შშმ პირების ინტერესებსაც. ერთ - ერთ გზაჯვარედინზე (სტალინისა და თამარ მეფის გამზირების კვეთა) დამონტაჟდა დამატებითი სექციებიც, რომლებიც აქამდე არ ყოფილა.

თანამედროვე სტანტარტების შესაბამისი საგზაო მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებები დამონტაჟებულია "საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით