
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06 , 598 26 00 01

24 აპრილი, 2023
საქართველოს ჩემპიონატს ახალგაზრდებს შორის ძიუდოში, გოგონებსა და ვაჟებში გორმა უმასპინძლა.
შეჯიბრება გორელმა ძიუდოისტებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.
გორიდან ჩემპიონატში მონაწილეობას იღებდნენ გურამ პაპიტაშვილისა და შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლებისა და კლუბ ,"გორიჯვარის" ძიუდოისტები.
შეჯიბრების შედეგების მიხედვით დაკომპლექტდება საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, რომელიც მონაწილეობას მიიღებს 2023 წლის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე.
საქართველოს ჩემპიონატი გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის მხარდამჭერით ჩატარდა.
ძველით ახალი წლის აღსანიშნავად სოფელ ტყვიავში გაიმართება კონცერტი.
გორის მერიამ 2025 წელს ახალი საცხოვრისით ხუთი სოციალურად დაუცველი ოჯახი დააკმაყოფილა.
31 დეკემბერს გორში, თეატრის მიმდებარედ მოედანზე საახალწლო ღონისძიება 21:00 საათზე დაიწყება.