სიახლეები

მთავარი

21 აპრილი, 2023

გორში დედამიწის დღის კვირეულის ფარგლებში გამწვანების აქცია გაიმართა

გორში დედამიწის დღის კვირეულის ფარგლებში გამწვანების აქცია გაიმართა.

ღონისძიებაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლები ჩაერთნენ.

აქციის მონაწილეებმა წმინდაწყლის დასახლებაში არსებული სკვერი გაამწვანეს. მათ 100 - მდე ტუხტის, იფნისა და ტუიის ნერგი დარგეს.

დედამიწის დღის აღნიშვნის მიზანი მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაა.

დედამიწის საერთაშორისო დღე საქართველოში 1990 წლიდან საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ინიციატივით აღინიშნება.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით