სიახლეები

მთავარი

12 აპრილი, 2023

7 სულიანი ოჯახი აღდგომის დღესასწაულს ახალ საცხოვრებელ კოტეჯში შეხვდება

ბერბუკში კობლიაშვილების უსახლკარო, 7 სულიანი ოჯახი, აღდგომის დღესასწაულს ახალ საცხოვრებელ კოტეჯში შეხვდება.
უსახლკარო და სოციალურად დაუცველ ოჯახს კოტეჯი გორის მერიამ შეუძინა.
 
კობლიაშვილებს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ მულაროვი ესტუმრნენ.
ოჯახი წლებია გორის მუნიციპალიტეტის ქირავნობის პროგრამით სარგებლობდა, რომლის ფარგლებშიც უწყება მიუსაფარ უსახლკაროდ დარჩენილ მოქალაქეებს ბინის ქირას უფინანსებს.
 
გორის მერია, მიმდინარე წელს, საცხოვრებელ კოტეჯით ჯამში ოთხ ოჯახს უზრუნველყოფს. საცხოვრისის შეძენას უწყება მომავალ წლებშიც გააგრძელებს.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით