სიახლეები

მთავარი

29 მარტი, 2023

არა ფემიციდს !

გორის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში გორში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.

გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, გორის რაიონული პროკურატურის თანამშრომლები, გორის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

კამპანიის ფარგლებში ინფორმაცია პროკურატურის წარმომადგენლებმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსაც მიაწოდეს.

შეხვედრაზე საუბარი იყო ფემიციდის, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებსა და არსებულ გამოწვევებზე.

მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიური ჩართულობა და ძალადობის პირველივე შემთხვევის შესახებ შეტყობინება, რათა სამართალდამცავმა ორგანოებმა ეფექტიანად მოახდინონ რეაგირება და თავიდან იქნას აცილებული მძიმე დანაშაული.

კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენცია.

შეხვედრები, რომლებიც ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში იმართება, აშშ-ის საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ხორციელდება.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით