სიახლეები

მთავარი

29 მარტი, 2023

„STEM პროექტების მოდელირება და კონსტრუირება“

„STEM პროექტების მოდელირება და კონსტრუირება“ - ასე ჰქვია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსებულ ერთ - ერთ საგანმანათლებლო პროექტს, რომლის ბენეფიციარებიც შინდისის სკოლის მოსწავლეები არიან.

პროექტის მიზანია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, საინჟინრო და ტექნოლოგიური (STEM) სფეროების სწავლების ხარისხის გაუმჯობესება არაფორნალური განათლების საშუალებით.

პროექტის ფარგლებში, STEM კლუბის წევრები შეიძენენ ახალ უნარებს, რაც სხვადასხვა ალგორითმების მქონე მანქანების შექმნასა და მართვას უკავშირდება.

კლუბის წევრები საკუთარი იდეებისა და ინტერესების შესაბამისად შექმნიან ტექნოლოგიურ პროტოტიპებს.

პროექტი დაეხმარება და ხელს შეუწყობს მოსწავლეებს პრობლემების გადაჭრის უნარის განვითარებაში, სწორი პროფესიული ორიენტაციის ჩამოყალიბებაში შრომის ბაზარის მოთხოვნების გათვალისწინებით.

პროექტი გორის მუნიციპალიტეტის ,,განთლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით