სიახლეები

მთავარი

28 მარტი, 2023

სასკოლო ოლიმპიადის რეგიონალურ ეტაპს ფრენბურთში გორის სპორტულმა სკოლამ უმასპინძლ

სასკოლო ოლიმპიადის რეგიონალურ ეტაპს ფრენბურთში გორის სპორტულმა სკოლამ უმასპინძლა.
 
შეჯიბრებაში შიდა ქართლის რეგიონის მუნიციპალურ პირველობებზე გამარჯვებული სკოლის გუნდები მონაწილეობდნენ.
 
ფინალში გოგონებს შორის ერთმანეთს გორის III და ხაშურის სოფელ ფლევის საჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ.
რეგიონალურ ეტაპზე გამარჯვება გორის III სკოლამ მოიპოვა.
 
ვაჟებს შორის პირველი ადგილი კასპის II საჯარო სკოლამ დაიკავა. კასპმა ფინალში ხაშურის III საჯარო სკოლის გუნდი დაამარცხა.
 
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონალურ ტურში გამარჯვებული გუნდები ზონალურ ტურში იასპარეზებენ.
გორის მუნიციპალიტეტში სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში შეხვედრები გორის მერიის სპორტის განყოფილების ორგანიზებით ხორციელდება.
 
რეგიონულ პირველობას გორი 1 - ელ აპრილს ხელბურთსა და გეზრბენში უმასპინძლებს.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით