სიახლეები

მთავარი

27 მარტი, 2023

გორში, პირველად, ზვიად გიგაიას თასის გათამაშება გაიმართა.

გორში, პირველად, ზვიად გიგაიას თასის გათამაშება გაიმართა.

გორელი მორაგბის სახელობის შეჯიბრებაში უმცროსი ასაკის სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას.

მემორიალურ შეჯიბრებაში, რომელსაც გორის რაგბის სტადიონმა უმასპინძლა, მონაწილეობდნენ გორის, თიანეთის, ბორჯომის, ხაშურის, სურამისა და კასპის 2008-2009 წწ დაბადებული მორაგბეებით დაკომპლექტებული გუნდები.

გორის გუნდი მეორე საპრიზო ადგილს დასჯერდა. პირველი და მესამე ადგილები სურამისა და თიანეთის გუნდებმა გაინაწილეს.

ყველაზე მეტი ლელოს გატანა გორელმა სპორტსმენმა საბა ზუბაშვილმა შეძლო, რომელსაც ტურნირის საუკეთესო მორაგბის ტიტული მიენიჭა.

შეჯიბრების ორგანიზატორი გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო იყო. 

შეიძლება იყოს 13 ადამიანი, ადამიანები სპორტით არიან დაკავებული, მდგომარე ადამიანები and შენობის გარეთ გამოსახულება

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით