სიახლეები

მთავარი

23 მარტი, 2023

ტანასა და თეძამის დაცულ ტერიტორიაზე, მდინარე ტანას შენაკადები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 100 000 ქვირითით დათევზიანდა

ტანასა და თეძამის დაცულ ტერიტორიაზე, მდინარე ტანას შენაკადები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 100 000 ქვირითით დათევზიანდა.

აღმოსავლეთ პოპულაციის (მტკვრის აუზი) ნაკადულის კალმახის ქვირითი დაცული პოპულაციის აღდგენის მიზნით გაუშვეს.

დათევზიანების პროცესში სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი ჩაერთო.

დათევზიანების აღნიშნული მეთოდი ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის მომრავლებას.

გარდა დათევზიანებისა, დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნების დაცვა-აღდგენისა და მათი ხელუხლებელ მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.

ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიები 2022 წელს დაარსდა. ტერიტორიები გამოირჩევა ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით, მათ შორის „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების არსებობით.

შეიძლება იყოს 6 ადამიანი, მდგომარე ადამიანები and შენობის გარეთ გამოსახულება

 

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით