
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

22 მარტი, 2023
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრები საწვრთნელ - მოსამზადებელ შეკრებას გორში გადის.
ნაკრები, მთავარი მწვრთნელის გიორგი იანტბელიძის ხელმძღვანელობით, გაფართოებული შემადგენლობით არის წარმოდგენილი და ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. შეკრება სპორტის სასახლეში 14 მარტს დაიწყო და 28 მარტამდე გაგრძელდება.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მოსამზადებელი შეკრება გორში დღემდე არ გაუვლია. ეროვნულ გუნდს ყველა პირობა აქვს შექმნილი ნაყოფიერი საწვრთნელი პროცესის ჩასატარებლად. ჩვენს გუნდთან ერთად, პოლონეთის ნაკრები და ტიტულოვანი მოჭიდავეებიც ემზადებიან აშშ-დან და ესპანეთიდან.
ეროვნული გუნდის გაფართოებულ შემადგენლობაში ათამდე გორელი მოჭიდავე ვარჯიშობს, მათ შორისაა მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი გენო პეტრიაშვილი. ევროპის ჩემპიონატს 17-23 აპრილს ზაგრები (ხორვატია) უმასპინძლებს.
ვიდეოს ბმული
https://www.facebook.com/CityHallofGori/videos/736569321448895