სიახლეები

მთავარი

17 მარტი, 2023

სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებულ გუნდებს სპორტული ფორმები გადაეცათ

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ მუნიციპალურ შეჯიბრებებში გამარჯვებულ გუნდებს სპორტული ფორმები გადასცა.

7 სახეობაში მოასპარეზე 14 გუნდის 100 - ზე მეტი წევრი (გოგონები, ბიჭები) ახალი ფორმებით ოლიმპიადის შემდეგ ეტაპებზე იასპარეზებს.

ფორმების შესაძენად თანხა გორის მუნიციპალიტეტის სპორტული ღონისძიებების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში გამოიყო.

გორელი მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები უკვე რეგიონალურ შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად ემზადებიან. წარმატებების შემთხვევაში ისინი ზონალურ და დასკვნით თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას. დასკვნითი თამაშების შედეგების მიხედვით, სპორტის შვიდივე სახეობაში გამოვლინდებიან ქვეყნის მასშტაბით გამარჯვებული გუნდები, რომლებიც საერთაშორისო დონის (ევროპა, მსოფლიო) სასკოლო ჩემპიონატებში მიიღებენ მონაწილეობას.

მინი ფეხბურთში, 3X3-ზე კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, გეზრბენში, ხელბურთში, ფრენბურთსა და ბადმინტონში გამართულ შეჯიბრებებში გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების გუნდები იღებდნენ მონაწილეობას.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მიზანია სასკოლო სპორტის განვითარების ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ახალგაზრდების დაინტერესება და ჩართვა სხვადასხვა სპორტის სახეობებში.

საქართველოს მასშტაბით სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში ჩაერთო 1700-ზე მეტი საჯარო და კერძო სკოლის 8000 - ზე მეტი გუნდი.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით