ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საკონსულტაციო საბჭოს სხდომას დაესწრო
გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საკონსულტაციო საბჭოს სხდომას დაესწრო.
სხდომას, რომელსაც შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მიხეილ შაყულაშვილი უძღვებოდა, ესწრებოდნენ რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები.
სხდომაზე 2023 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული პროექტებზე ისაუბრეს.
თანამდებობის პირებმა იმსჯელეს ასევე, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დაფინანსებული და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესახებ.