სიახლეები

სიახლეები

17 აპრილი, 2018

სოციალური და ჯანდაცვის სამსახური

ოციალური და ჯანდაცვის სამსახური გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულია, რომელიც უზრუნველყოფს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში მუნიციპალური პროგრამების მომზადებასა და განხორციელებას.

სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

Ø ჯანდაცვის განყოფილება

Ø სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება

სამსახური დადგენილი  წესით უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელებას; ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვას; უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას; წინადადებების შემუშავებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის  საკითხებზე; პროექტების მომზადებას სოციალურად დაუცველ (ვეტერანები, ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებულ) პირთა მიმართ დამატებითი სოციალური შეღავათების და დახმარებების თაობაზე; მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების  განხორციელებას.

სამსახურის დებულება იხილეთ მითითებულ ელ-მისამართზე:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/3849603

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით