სიახლეები

მთავარი

06 მარტი, 2023

ქვახვრელში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქვახვრელში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
 
სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის მერთან ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან ერთად, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა და რწმუნებულის პირველმა მოადგილემ სიმონ გულედანმა დაათვალიერეს.
 
ამ ეტაპზე, მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობის პარალელურად გზის გარკვეულ მონაკვეთებზე იგება ასფალტის საფარის პირველი პირი.
სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 1 708 მეტრია.
 
სამუშაოების ღირებულება 751 000 ლარია
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
საპროექტო გზის მონაკვეთი ტურისტული მნიშვნელობისაა.
 
გარდა იმისა, რომ ის ვიზიტორებს უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალთან აკავშირებს, სოფლის სასაფლაოსკენაც მიემართება.
სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით