სიახლეები

მთავარი

26 თებერვალი, 2023

ბიისის გაყინულმა ჩანჩქერმა ყინულზე ცოცვის ფესტივალს, ,,Biisi Cup" უმასპინძლა

ბიისის გაყინულმა ჩანჩქერმა ყინულზე ცოცვის ფესტივალს, ,,Biisi Cup" უმასპინძლა.
 
პირველი ადგილები გოგონებში ნესტან მაჭავარიანმა, ვაჟებში კი გიორგი მახათაძემ მოიპოვეს.
 
,,Biisi Cup" - ის ყველაზე უფროსი მონაწილე 71 წლის ფერეიდნელი ალი ასლანიშვილი, ყველაზე პატარა მონაწილე კი თბილისიდან 12 წლის ანა ცარციძე იყო.
 
50 მეტრიან გაყინულ ჩანჩქერზე პირველობისთვის 50 - ზე მეტი სხვადასხვა ასაკის მონაწილე იბრძოდა. ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად, მსურველები ბიისში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩამოვიდნენ. ღონისძიებას ესწრებოდნენ და ყინულზე ცოცვაში მონაწილეობა მიიღეს უცხოელმა ტურისტებმაც.
 
ფესტივალი ტანას ტურისტულ ხეობაში, კოცონთან, ცხელი გლინტვეინით, ელექტრონული მუსიკის ფონზე მიმდინარეობდა.
ღონისძიება, რომელიც ბოლო 5 წელია არ ჩატარებულა, წელს განსაკუთრებით აღინიშნა. ფესტივალი ტრადიციული ხასიათს მიიღებს და მისი მასშტაბები ყოველწლიურად გაიზრდება.
 
ბიისის გაყინულ ჩანჩქერზე ცოცვაში შეჯიბრება პირველად 20 წლის წინ გაიმართა.
პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ტურისტული ასოციაცია ,,ტონთიოს" პარტნიორობით განხორციელდა.
 
ვიდეო ბმული: 

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით