
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

22 თებერვალი, 2023
გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსების პროგრამით, გიორგი ტატულაშვილის კერამიკის სკოლაში მოზარდებსა და ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ კერამიკაზე მუშაობის სხვადასხვა მეთოდები შეისწავლონ.
თანადაფინანსებული პროექტის მიზანია არ დაიკარგოს ძველი გორული კერამიკის წარმოება და კერამიკაზე მუშაობა მომავალმა თაობამ გააგრძელოს.
მოზარდებისა და ახალგაზრდების ტრადიციული კერამიკის შესწავლა მოხდება ტატულაშვილის საგვარეულო სახელოსნო მუზეუმში არსებულ სკოლაში და სწავლასთან ერთად, მოსწავლეებს საშუალება ექნებათ საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინონ სხვადასხვა გამოფენებსა თუ კონკურსებზე.
გიორგი ტატულაშვილის კერამიკის სკოლას გორის მუნიციპალიტეტი უკვე რამოდენიმე წელია აფინანსებს.