სიახლეები

სიახლეები

15 თებერვალი, 2023

გორში გიორგი ხინჩეგაშვილის სახელობის ტურნირი გაიმართება

გორში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის გიორგი ხინჩეგაშვილის სახელობის მემორიალური ტურნირი გაიმართება თავისუფალ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის.

ორთაბრძოლებს 4 და 5 მარტს გორის სპორტის სასახლე უმასპინძლებს.

ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ სპორტსმენები (გოგონები და ბიჭები) საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან.

გამარჯვებულები 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. მათ, თასები, მედლები, სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცემათ. დაჯილდოვდებიან ასევე იმ ქალაქების გუნდები, რომლებიც საპრიზო ადგილებს დაიკავებენ.

ტურნირი საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით