სიახლეები

სიახლეები

14 თებერვალი, 2023

გორში 9 აპრილის სკვერის რეაბილიტაცია სრულდება

გორში, 9 აპრილის სკვერის რეაბილიტაცია მალე დასრულდება.

პროექტის მიხედვით, მოეწყობა მემორიალი, თუჯის სკამები, ბეტონის ფილები და ბორდიურები.

მემორიალი, რომელის ძირითადი მასალაც ლითონია, ეროვნული დროშის ფერებშია წარმოდგენილი. ლითონის ფურცლებით დაფარული მსუბუქი კონსტრუქცია დამონტაჟებულია მონოლითურ ბეტონის საძირკვლზე. ფირფიტებზე დატანილია 9 აპრილს გარდაცვლილი 21 ადამიანის სახელი და გვარი.

სკვერი, რომელიც გორში სამეფო ქუჩაზე მდებარეობს, რამდენიმე ათეული წლის წინ 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევის დროს გარდაცვლილთა ხსოვნის საპატივსაცემოდ მოეწყო.

ობიექტს მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღემდე არ ჩასტარებია.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით