სიახლეები

სიახლეები

09 თებერვალი, 2023

გორელმა მოჭიდავეებმა საქართველოს ჩემპიონატზე ყველაზე მეტი მედალი

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს 23 წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულები დააჯილდოვა.

შეჯიბრებაზე ყველაზე მეტი მედალი გორელმა სპორტსმენებმა მოიპოვეს. მათ ჯამში 12 მედალი - 5 ოქრო, 3 ვერცხლი და 4 ბრინჯაო ერგოთ.

ტურნირის შედეგების გათვალისწინებით დაკომპლექტდება საქართველოს ნაკრები, რომლის წევრებიც 23 წლამდელთა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მიიღებენ მონაწილეობას.

შეჯიბრებას გორის სპორტის სასახლე ორი დღის განმავლობაში მასპინძლობდა.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით