სიახლეები

სიახლეები

06 თებერვალი, 2023

გორში გივი ზაუტაშვილის საღამო გაიმართა

გორში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის მიხეილ (გივი) ზაუტაშვილის 85 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებმაც დამსახურებულ მწვრთნელს საიუბილეო თარიღი მიულოცეს და მის მიღწევებზეც ისაუბრეს.

გივი ზაუტაშვილი მრავალი წლის განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა ქართული სპორტის განვითარებაში ძიუდოსა და საჭიდაო სახეობების მიმართულებით.

მისი აღზრდილები არიან ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები.

საიუბილეო საღამო კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრში გორის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით