სიახლეები

სიახლეები

03 თებერვალი, 2023

კიდევ ერთი სოციალური პროექტი გორის მერიის დაფინანსებით

პროექტის ფარგლებში, შესაბამის სამედიცინო-სარეაბილიტაციო მომსახურებას გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 0-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვები მიიღებენ, რომლებსაც აღენიშნებათ განვითარების ეტაპების დაყოვნება.

პროექტის მიზანი ბავშვებში კოგნიტური, მოტორული, ადაპტური, კომუნიკაციური და ემოციური უნარების განვითარების ხელშეწყობაა.

ა(ა)იპმა „ბავშვთა განვითარების ცენტრმა აიქიუმ“, რომელმაც მერიასთან თანამშრომლობით აღნიშნულ სოციალური პროექტის განხორციელება დაგეგმა, სარეაბილიტაციო კლინიკა დღეს გორში, თამარ მეფის გამზირზე გახსნა. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ორგანიზაციის ადმინისტრაციამ სტუმრებისთვის პრეზენტაციაც წარმოადგინა ცენტრის მუშაობის სპეციფიკის შესახებ.

2023 წელს, გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 15-მდე სოციალურ პროექტი ხორციელდება.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით