სიახლეები

სიახლეები

03 თებერვალი, 2023

წედისი - ბნავისის მიმართულებით გზის რეაბილიტაცია სრულდება

გორის მუნიციპალიტეტის სოფლების, წედისისა და ბნავისის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მალე დასრულდება.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის მოწყობა.

სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთის სიგრძე 5 800 მეტრია.

პროექტის მიხედვით, გზის სავალ ნაწილზე უკვე დაიგო ასფალტის საფარი და მდინარე ათრევას რამდენიმე მონაკვეთზე მოეწყო ნაპირსამაგრი კედლებიც.

გრუნტიანი გზა და დაზიანებული ასფალტის საფარი რამდენიმე ათეული წელია პრობლემებს უქმნიდა როგორც მძღოლებს, ასევე ფეხით მოსიარულეებს.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით