სიახლეები

სიახლეები

02 დეკემბერი, 2022

"გორის ეტალონ მოსწავლე" და პედაგოგი მერიის სტიპენდიას მიიღებს

ინტელექტუალურ შეჯიბრებაში გამარჯვებულებს გორის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა უმასპინძლა, მიღწეული წარმატება მიულოცა და სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

,,გორის ეტალონ მოსწავლესთან ერთად“ ჩემპიონატის მეორე და მესამე საპრიზო ადგილები ასევე მე -12 სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებმა იანი სტეფანიანმა და ნინი მაისურაძემ დაიკავეს.

გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის ,,ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოსაპოვებლად კონკურსი 25 ნოემბერს დისტანციურ რეჟიმში გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.

კონკურსის მესამე ფინალური ეტაპი ,,საქართველოს ეტალონი მოსწავლის“ გამოსავლენად მუნიციპალიტეტების დონეზე გამარჯვებული მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართება.

საქართველოს ეროვნული ინტელექტჩემპიონატი ,,ეტალონი“ ყოველწლიურად იმართება.
ჩემპიონატის მიზანი ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოსწავლეებში სწავლის მოტივაციის ამაღლება და წახალისებაა.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით