სიახლეები

სიახლეები

27 ნოემბერი, 2022

გორში ძიუდოს მსოფლიო ვარსკვლავებმა იასპარეზეს

შეჯიბრება, რომელშიც ევროპის თვრამეტმა (8 -კაცები, 10 ქალები) საუკეთესო კლუბმა იასპარეზა, ლეგენდარული სპორტსმენის შოთა ჩოჩიშვილის სახელს ატარებდა.

პაექრობები გორის სპორტის სასახლეში მიმდინარეობდა.

მამაკაცთა რვა კლუბიდან სამი — ქართული, ორი — ფრანგული, თითო-თითო კი სერბული, ესპანური და ბერძნული იყო.

მამაკაცთა სამი ქართული კლუბიდან, ორმა საპრიზო ადგილი მოიპოვა.

ტურნირის გამარჯვებული თბილისის ,,მებრძოლი“ გახდა, „გოლდენ გორმა“ კი ჩემპიონთა ლიგაზე მესამე საპრიზო ადგილი უკვე მესამედ მოიპოვა.

ქალთა შორის შეჯიბრებაში ჩემპიონი ფრანგული კლუბი „უსოლჟი“ გახდა.

ჩემპიონატი ევროპის ძიუდოს კავშირის, საქართველოს ძიუდოს ფედერაციისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა. 

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით