სიახლეები

სიახლეები

25 ნოემბერი, 2022

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში კალათბურთის ტური გაიმართა

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში კალათბურთში ფინალური მატჩი გაიმართა.

შეხვედრაზე ერთმანეთს გორის IX საჯარო სკოლისა და XII სკოლის ვაჟები და IX საჯარო სკოლისა და I საჯარო სკოლის გოგონების გუნდები დაუპირისპირდნენ.

გამარჯვება მეცრხე საჯარო სკოლის გოგონებისა და ბიჭების გუნდებმა მოიპოვეს.

გამარჯვებული გუნდები 2023 წლის გაზაფხულზე მონაწილეობას სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონალურ ტურნირზე მიიღებენ.

„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა“ ყოველწლიურად საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მუნიციპალიტეტების მერიებისა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით იმართება.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით