სიახლეები

სიახლეები

23 ნოემბერი, 2022

2023 წლის ბიუჯეტი 6 პრიორიტეტულ მიმართულებაზე გადანაწილდება

ეს მიმართულებებია:

ინფრასტრუქტურის განვითარება;

დასუფთავება და გარემოს დაცვა;

განათლება;

კულტურა, ახალგაზრდობა, სპორტი;

ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა;

ეკონომიკური განვითარება;

წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის პირველადი ვერსია უკვე წარედგინა საკრებულოს განსახილველად.

შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, არა უგვიანეს 25 ნოემბრისა, წარმომადგენლობითი ორგანო მერიას დოკუმენტს უკან დაუბრუნებს რეაგირებისთვის.

აღმასრულებელ ორგანოს შენიშვნების გასათვალისწინებლად და საკრებულოში ბიუჯეტის პროექტის მორიგი ვერსიის წარსადგენად ვადა არა უგვიანეს 10 დეკემბრამდე აქვს.

გორის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი მომზადდა 2023-2026 წლების პრიორიტეტების დოკუმენტისა და საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის (2023-2026) მიხედვით.

პრიორიტეტების დოკუმენტი შემუშავდა ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციით და ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებით.

გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია - shorturl.at/aGIO6 

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით