სიახლეები

სიახლეები

21 ნოემბერი, 2022

გორის მერმა სტუდენტები დააჯილდოვა

გორის მუნიციპალიტეტიდან ეროვნულ გამოცდებში 100 % -იანი გრანტი 39 ახალგაზრდამ მოიპოვა და ყველა მათგანი მერიიდან 500 ლარით დაჯილდოვდა.
ახალგაზრდებთან შეხვედრა გორის ტურისტულ ცენტრში გაიმართა და მას მერთან ერთად, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დაჯილდოების საღამო კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და ახალგაზრდებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ხელისუფლების პირველი პირებისგან მოისმინეს პასუხები.

100 % -იანი გრანტის მქონე სტუდენტების დაჯილდოების პროგრამას ახალგაზრდების წახალისების მიზნით გორის მუნიციპალიტეტის მერია უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით