სიახლეები

სიახლეები

19 ნოემბერი, 2022

პროექტის ფარგლებში გორში სწავლება გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლება გორში კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებული გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით სწავლება გამართეს.

სწავლებაში, გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს წითელი ჯვრის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამხარეო სამსახურისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, რაიონული სამმართველოს უფლებამოსილმა პირებმა.

ღონისძიება პროექტის „კლიმატით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირება საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა.

სწავლების მთავარ მიზანს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების მომზადება, საგანგებო მართვის გეგმის შემოწმება, გაანალიზება და მათი აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციების შემუშავება წარმოადგენს.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით