დღე : 12
ღამე : 5
კონტაქტი

სიახლეები

სიახლეები

13 ნოემბერი, 2022

გორში ნუგზარ სხირელის მემორიალური დაფა გაიხსნა

საქართველოს ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონების აღმზრდელის საცხოვრებელი სახლის ფასადზე მემორიალური დაფა მისმა შვილმა და შვილიშვილმა გახსნეს.

საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების მწვრთნელს დღეს, 13 ნოემბერს, დაბადებიდან 77 წელი შეუსრულდებოდა.

ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერთან ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან ერთად, ესწრებოდნენ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე თემურ ხუბულური, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, მწვრთნელის ოჯახის წევრები, მეგობრები და სპორტსმენები.

სტუმრებმა, პატივი მიაგეს გარდაცვლილის ხსოვნას და მისი საფლავი ყვავილებით შეამკეს.

თავისუფალი ჭიდაობის სკოლის დამფუძნებელი ნუგზარ სხირელი 2021 წელს 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის გახლდათ ღირსების ორდენისა და მედლის კავალერი. მისი აღზრდილები არიან წარმატებული სპორტსმენები დავით პოღოსიანი, ზაზა ზოზიროვი, ოთარ თუშიშვილი, ბესარიონ გოჩაშვილი, ლადო ხინჩეგაშვილი, გენო პეტრიაშვილი და სხვები.

გორში, მეორე დღეა, ნუგზარ სხირელის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მიმდინარეობს თავისუფალ ჭიდაობაში. შეჯიბრში, ქვეყნის მასშტაბით 2003 – 2005 წლებში დაბადებული სპორტსმენები იღებენ მონაწილეობას. ფინალები ხვალ, 14 ნოემბერს გაიმართება. გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ მონაწილეებს გადაეცემათ თასები, მედლები და სიგელები. ნუგზარ სხირელის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი პირველად გასულ წელს ჩატარდა. ღონისძიებამ ტრადიციული ხასიათი მიიღო და ყოველ წელს გაიმართება.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 იანვარი, 2026
13 იანვარს ჯგუფი "ურსა" სოფელ ტყვიავში კონცერტს გამართავს

ძველით ახალი წლის აღსანიშნავად სოფელ ტყვიავში გაიმართება კონცერტი.

გაიგე მეტი
მთავარი
12 იანვარი, 2026
ახალი წელი ახალ საცხოვრებელში

გორის მერიამ 2025 წელს ახალი საცხოვრისით ხუთი სოციალურად დაუცველი ოჯახი დააკმაყოფილა.

გაიგე მეტი
მთავარი
29 დეკემბერი, 2025
31 დეკემბერს საახალწლო ღონისძიება 21:00 საათზე დაიწყება

31 დეკემბერს გორში, თეატრის მიმდებარედ მოედანზე საახალწლო ღონისძიება 21:00 საათზე დაიწყება.

გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით