სიახლეები

სიახლეები

11 ნოემბერი, 2022

პოლონეთის დამოუკიდებლობის დღე გორში

პოლონეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა, საქართველოში პოლონეთის ელჩის მოადგილესთან მარიუშ პიეტჟაკთან, საქართველოში პოლონეთის კონსულთან პიოტრ პომიანოვსკისთან, გორის უნივერსიტეტის რექტორთან გიორგი სოსიაშვილთან და სასულიერო პირებთან ერთად დამოუკიდებელი პოლონეთის რესპუბლიკის პირველი მეთაურის, მარშალის, სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწის იუზეფ პილსუდსკის მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

პილსუდსკის მემორიალამდე პოლონელ დიპლომატებს გორის უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდა გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი, რომლემაც სტუმრებს ნაციონალური დღესასწაული მიულოცა და გამოთქვა იმედი, რომ გორსა და პოლონურ ქალაქებს შორის არსებული თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

შეხვედრა გაგრძელდა უნივერსიტეტის პოლონურ - ქართული თანამშრომლობის ცენტრში. შეხვედრას ესწრებოდნენ პოლონური უნივერსიტეტების გაცვლით პროგრამებში მონაწილე ქართველი სტუდენტები და აკადემიური პერსონალი, სასულიერო პირები და პოლონური წარმომავლობის გორელი მოქალაქეები.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით