
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

01 ნოემბერი, 2022
გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა.
შეხვედრას უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილიც ესწრებოდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მომავალ თანამშრომლობაზე სპორტის, კულტურის და განათლების მიმართულებით.
გოჩა ჯავახიშვილი ცნობილი ქართველი დიპლომატია, რომელიც საქართველოს სრულუფლებიან ელჩად საფრანგეთში ცოტა ხნის წინ დაინიშნა. იგი წარმოშობით გორის მუნიციპალიტეტიდანაა. ჯავახიშვილი წლების მანძილზე მუშაობდა ქართულ-ფრანგული ურთიერთობების გაღრმავებაზე, ასევე, უდიდესი წვლილი მიუძღვის ლევილის მამულისა და შატოს საქართველოსთვის გადმოცემის საქმეში.