სიახლეები

სიახლეები

24 ოქტომბერი, 2022

გორის დღე 2022

სკვერში წარმოდგენილი იყო სოფლების, მუზეუმებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების, კვების ობიექტების კუთხეები, ტურისტული და გასართობი სივრცეები. მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციისა და ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა - გაყიდვა, სპორტული შეჯიბრებები და კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით.

ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ადგილზე დაეგემოვნებინათ ხილი, ღვინო და ჭაჭა, ასევე, ყურძნის წურვისა და ჩურჩხელების მომზადების პროცესში მიეღოთ მონაწილეობა.

„გორის დღის“ დღესასწაულზე ტრადიციულად ქალაქის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. საპატიო გორელი წელს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 7 ადამიანი გახდა.

ღონისძიებები გალა კონცერტმა დაასრულა, რომელშიც მუსიკალური ჯგუფები „თამადა“ და „REGGAEON” მონაწილეობდნენ. კონცერტი ფოიერვერკით დასრულდა.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით