
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

18 ოქტომბერი, 2022
პროექტების მიხედვით 25 900 მეტრი სოფლებში, ხოლო 10 300 მეტრი ქალაქში მოეწყობა.
მიმდინარე წელს, გორში სამუშაოები ქალაქის 17 ქუჩაზე დაიწყო.
უკვე დასრულდა 5 (აბაშიძის, არაგველის, ქუჩიშვილის, ბესიკის, იაკობ ჯუღაშვილის ქუჩები) და მიმდინარეობს 9 ქუჩის რეაბილიტაცია (აღმაშენებლის გამზირი, ცხინვალის გზატკეცილის მონაკვეთი, რაზმაძის, რობაქიძის, გვერწითელის, გიორგი ბრწყინვალეს, ჩერქეზიშვილის, სოხუმის, ბაგრატიონის ქუჩები).
მალე დაიწყება სამუშაოები ანტონოვისა და სააკაძის ქუჩებზეც.
გარდა ქალაქისა, მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მუნიციპალიტეტის 22 სოფელში დაიგეგმა.
მათ შორის სამუშაოები დასრულდა 11 ( ბერშუეთი, წედისი, ბნავისი, ოლოზი, ღვარები, ხიდისთავი, ზემო ნიქოზი, ზემო ხვითი, ტირძნისი, ქვახვრელი, ატენი) და მიმდინარეობს 8 სოფელში (კირბალი, ბერბუკი, ტინისხიდი, დიდი გორიჯვარი, ტინისხიდი, შერთული, ხელთუბანი).
მალე დაიწყება შიდა გზების რეაბილიტაცია ახალდაბასა და მეღვრეკისში, იგეგმება ასევე აძვისა და ჯარიაშენის დამაკავშირებელი გზის მოწყობაც.
მუნიციპალიტეტში ასევე მიმდინარეობს ორი გზის (ხიდისთავის, ატენისა და ბოშურის გზა; ტირძნისის, დიცის, ერედვისა და ხეითის გზა) რეაბილიტაცია. გზის მონაკვეთების ჯამური სიგრძე 23 600 მეტრია