სიახლეები

სიახლეები

13 აპრილი, 2018

გორის მერმა უკრაინის ელჩს უმასპინძლა

კონსტანტინე თავზარაშვილმა საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იგორ დოლგოვს მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, საკურორტო-ტურისტული პოტენციალი და საინვესტიციო გარემო გააცნო.

გარდა ამისა, მერი სტუმარს მიმდინარე და დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები შესახებ ესაუბრა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გორის მუნიციპალიტეტს მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს უკრაინის სამ ქალაქთან, ლუცკთან, პავლოგრადთან და მელიტოპოლთან, რაც მისასალმებელი და მნიშვნელოვანია. შეხვედრის დასასრულს მხარეები არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და აქტიური თანამშრომლობის განვითარებაზე შეთანხმდნენ. იგორ დოლგოვი გორის მერთან შეხვედრამდე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციას სტუმრობდა.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით