სიახლეები

სიახლეები

18 სექტემბერი, 2022

გორი პოლონურ - ქართულ საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობს

ფორუმის მიზანია თითოეული მუნიციპალიტეტის უნიკალური ბუნებრივი პირობებისა და რესურსების გათვალისწინებით საინვესტიციო გარემოს შექმნა და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა. ფორუმის ფარგლებში რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობა ეძლევათ წარმოაჩინონ საინვესტიციო პოტენციალი და შეთავაზებები, გაეცნონ ინვესტორთა მოლოდინებს და ხელი შეუწყონ ქართველ და პოლონელ მეწარმეებს შორის ბიზნეს კავშირების დამყარებას.

პოლონურ - ქართული საინვესტიციო ფორუმი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, პოლონეთის განვითარების ფონდებისა და რეგიონული პოლიტიკის სამინისტროს და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცის ორგანიზებით, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივა - "მერები ეკონომიკური ზრდისთვის" მხარდაჭერით იმართება.

ფორუმი ტარდება საქართველოს და პოლონეთის ერთობლივი პროექტის "საქართველოს რეგიონების კონკურენტუნარიანობის ამაღლება და მეწარმეობის განვითარება" ფარგლებში.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით