სიახლეები

სიახლეები

13 ოქტომბერი, 2022

სისხლის დონაციის აქცია გორში

გორში სისხლის დონაციის უანგარო აქცია გაიმართა. საქველმოქმედო ღონისძიებაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მუნიციპალური ა(ა)იპების თნამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა. აქცია, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციისა და იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სისხლის ბანკის ინიციატივითა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით დაიგეგმა. აღნიშნული სამედიცინო დაწესებულება ერთადერთია საქართველოში, სადაც მკურნალობენ ლეიკემიით დაავადებული ბავშვები ქიმიოთერაპიის დროს, რომელიც ძალიან ხანგრძლივი პროცესია. ამ ხნის განმავლობაში სისტემატურად ესაჭიროებათ მათ ახალი სისხლისგან დამზადებული კომპონენტები.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით