სიახლეები

სიახლეები

10 ოქტომბერი, 2022

გორი ღვინის ფესტივალს მასპინძლობს

ღონისძიებას ესწრებიან გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები, ქალაქის ცენტრში მდებარე შადრევნის სკვერში 15:00 საათიდან მიმდინარეობს.

ქართული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა, ადგილობრივი მზარეულებისა და მოწვეული შეფის მიერ მომზადებული ტრადიციული კერძების დაგემოვნება, თიხის, ცეკვის, პურის ცხობის, ჩურჩხელების ამოვლების, ჭაჭის გამოხდისა და ფელამუშის მომზადების მასტერკლასები, მარნებში ექსკურსიები, მუსიკალური პროგრამები, შოუ ღვინისა და კერძების შეხამების შესახებ - ეს იმ აქტივობების არასრული ჩამონათვალია რომლებიც ფესტივალის ფარგლებში სტუმრებისთვის მოეწყო.

ფესტივალს კონცერტი დაასრულებს, რომელიც 20:00 საათზე დაიწყება. ღონისძიებაზე იმღერებენ თბილისის „ბიგ ბენდის“ შემსრულებლები - მარიკო ებრალიძე, მაია ბარათაშვილი, ნესტან ჯიბლაძე, ნინო გველესიანი, თემო საჯაია, მარი პავლიაშვილი, ზაურ შავგულიძე .

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით