
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

05 ოქტომბერი, 2022
პროგრამის მიზანია, როგორც საჯარო სკოლების თვითმმართველობების, ასევე ახალგაზრდების ინდივიდუალური გაძლიერება და განვითარება.
საგანმანათლებლო აქტივობებს, რომლებიც ყოველ შაბათს 12:00 - დან 14:00 საათამდე გაგრძელდება, გორის უნივერსიტეტი უმასპინძლებს. ტრენინგებს გაუძღვებიან კვალიფიციური სპეციალისტები.
პროგრამაში მონაწილეობენ, გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები 14 წლიდან. მსურველებს აქტივობებში ჩართვა პროგრამის ნებისმიერ ეტაპზე შეუძლიათ.
პროგრამა ხორციელდება გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული განყოფილების ინიციატივით. პროგრამის მხარდამჭერები არიან ორგანიზაცია “დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერა (FID)”, "ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანება", ა(ა)იპ "ლიდერთა ლიგა" და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი.