
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

30 სექტემბერი, 2022
შეჯიბრების გამარჯვებული გორის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე საბა კვინიკაძე გახდა. მეორე და მესამე საპრიზო ადგილები გორის მე-8 საჯარო სკოლის მოსწავლემ გიორგი ედიშერაშვილმა და გორის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლემ ოთო ივანიშვილმა გაინაწილეს.
მარათონული გარბენით დასრულდა ევროპის სასკოლო სპორტის კვირეული გორში. ამავე ღონისძიებაზე სტარტი აიღო სასკოლო სპორტულმა ოლიმპიადამ. გარბენის გამარჯვებულების დაჯილდოების დასრულების შემდეგ, გაიმართა ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალიც, რომელიც კალათბურთის თამაშით გაგრძელდა.
რესპუბლიკური ოლიმპიადის ფინალში გამარჯვებული გუნდები საერთაშორისო თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას. შეჯიბრებები რვა სპორტის სახეობაში გაიმართება.