სიახლეები

სიახლეები

26 სექტემბერი, 2022

წარმატებული ახალგაზრდების დაჯილდოება

კონკურსებში გამარჯვებულ ბავშვებსა და მათ ხელმძღვანელს სიმბოლური საჩუქრები და სიგელები გადაეცათ.

გორის მუსიკალური სტუდიის „აი იას“ აღსაზრდელებმა, ნანა სამხარაძის ხელმძღვანელობით, ჩეხეთის რესპუბლიკაში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში საპრიზო ადგილები მოიპოვეს.

საშუალო ასაკის კატეგორიაში წარმატებები მოიპოვეს:
 გრან - პრი ია ლიჩელი
 I ადგილი მაიკო შათირიშვილი
 II ადგილი ბარბარე ბუთურიშვილი
 III ადგილი ეკა მერებაშვილი

უფროსი ასაკის კატეგორია:
 გრან - პრი ნინო სამნიაშვილი
 I ადგილი ანა ავაზნელი
 მაყურებლის სიმპატია ანამარია ლაფაჩი

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ დააჯილდოვა თამარ ქავთარაძე და წარმატებული გამოსვლები მიულოცა ყაზახეთში გამართულ სატელევიზიო ვოკალურ კონკურსში „The Voice.”

გორის მუნიციპალიტეტის მერია წარმატებულ ახალგაზრდებს მაქსიმალურად მხარს უჭერს და ხელს უწყობს საკუთარი ნიჭის რეალიზებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში, სთავაზობს კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამას, რომელიც კულტურულ სფეროში მოღვაწე ხელოვანების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით