სიახლეები

სიახლეები

23 სექტემბერი, 2022

გორმა „ქართლის თასი 2022“ - ის ფინალს უმასპინძლა

ერთმანეთს გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების გუნდები დაუპირისპირდნენ.

ტურნირის „ქართლის თასი 2022“ - ის გამარჯვებული ქარელის გუნდი გახდა. მეორე და მესამე საპრიზო ადგილები გორმა და ხაშურმა გაინაწილა.

პრიზიორ გუნდებს ფულადი ჯილდოები გადაეცათ. გამარჯვებული ფულად ჯილდოსთან ერთად, „ქართლის თასი 2022“ - ის მფლობელიც გახდა.

ტურნირის ფარგლებში, გამოვლიდნენ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული ფეხბურთელებიც. შეჯიბრების საუკეთესო მეკარედ - თორნიკე მექვაბიძე (ქარელი), საუკეთესო მცველად - გიორგი ბალაშვილი (გორი), საუკეთესო ნახევარმცველად - ლუკა ბუზიაშვილი (ქარელი), საუკეთესო თავდამსხმელად - გიორგი ბუჩუკური (გორი) დასახელდა.

ფინალამდე, შეჯიბრების ფარგლებში ჩატარდა მუნიციპალური პირველობები, სადაც გამარჯვებულმა გუნდებმა თავიანთი მუნიციპალიტეტების სახელით მონაწილეობა მიიღეს ნახევარფინალურ შეხვედრებში. გუნდები მოყვარული ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული.

რეგიონის პირველობა „შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2022“-ს ფარგლებში ჩატარდა. თამაშების ინიციატორი შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ჩატარდა.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით