სიახლეები

სიახლეები

11 აპრილი, 2018

გორის მერია საგანმანათლებლო პროექტებს აფინანსებს

 გორის მუნიციპალიტეტის მერიის „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამით“ მიმდინარე წელს 4 პროექტი დაფინანსდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 22 400 ლარი დაიხარჯა. აღნიშნული პროექტები წარმოადგენს კერძო და საჯარო სკოლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული უწყებების მიერ შემოთავაზებულ ინიციატივებს, რომელთა განხორციელებას გორის მერია ფინანსური მონაწილეობით უწყობს ხელს.

პროექტები ორიენტირებულია მოსწავლე-ახალგაზრდობის ინტერესებზე, აქტუალური თემების წამოწევასა და პროექტების დაგეგმვა-პრეზენტაციაზე, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას, მათი ცნობიერებისა და მოტივაციის ამაღლებას. პროგრამის ფარგლებში, გაიცემა ერთჯერადი ფინანსური წახალისება ერთიან ეროვნულ გამოცდებში ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე აბიტურიენტებისათვის, ასევე, პროგრამით უზრუნველყოფილია საერთაშორისო საგანმანათლებლო კონკურსებში, კონფერენციებსა და ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოვებაც. „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების მუნიციპალური პროგრამით“ სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ საჯარო სამართლის ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც მერიაში წარადგენს საინტერესო ინიციატივას საგანმანათლებლო პროექტის სახით და მიიღებს მონაწილეობას პროექტის განხორციელებაში შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური, ფინანსური, შრომითი ან ადამიანური რესურსით. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელია მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული საქმეების სამსახური. 2018 წელს გორის მერიის დაფინანსებით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები:

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით