სიახლეები

სიახლეები

18 სექტემბერი, 2022

მინი ფეხბურთში ტურნირის გამარჯვებული ტინისხიდის გუნდი გახდა

მეორე და მესამე ადგილები ქვახვრელისა და ქალაქ გორის ცენტრალური დასახლების პირველმა უბნის გუნდებმა გადაინაწილეს.

პირველი ადგილის მფლობელი გუნდი დაჯილდოვდა მერიის თასით და 3000 ლარით, მეორე ადგილზე გასულმა გუნდმა მიიღო 2000 ლარი, ხოლო მესამე ადგილის პრიზიორს გადაეცა 1000 ლარი.

ტურნირი, რომელშიც 20 გუნდი იღებდა მონაწილებას, გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ფეხბურთის გუნდებს შორის ოლიმპიური სისტემით ჩატარდა.

პირველობა მინი ფეხბურთში ზაფხულის სპორტული თამაშების ფარგლებში გაიმართა. თამაშები შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივითა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით იმართება.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით