სიახლეები

სიახლეები

09 სექტემბერი, 2022

კიდევ ერთი პროექტი სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების მხარდასაჭერად

მერიის დაფინანსებული პროექტის ,,საქმიანობათა ცენტრი გორში უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისათვის” ბენეფიციარები არიან გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად მოწყვლადი ჯგუფები - მრავალშვილიანი ოჯახები, ხანდაზმულები, იძულებით გადადგილებული პირები და ა.შ.

პროექტის სოციალური ღონისძიების პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა სახის საინფორმაციო, ჰუმანიტარულ, ჰიგიენურ, სარეაბილიტაციო, პრევენციულ, ადვოკატირებას და სხვა აქტივობებს.

სამედიცინო გადასინჯვები, სურსათითა და ჰიგიენის საშუალებებით უზრუნველყოფა, უფასო სოციალური საშხაპითა და რეცხვის სერვისით სარგებლობა, საინფორმაციო შეხვედრების საშუალებით საჭირო ინფარმაციის მიწოდება - ეს იმ მომსახურეობების არასრული ჩამონათვალია, რასაც ბენეფიციარები პროექტის ფარგლებში იღებენ.

მიმდინარე წელს, გორის მუნიციპალიტეტის მერია სოციალური თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ჯამში 15 ინიციატივას აფინანსებს. 

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით