სიახლეები

სიახლეები

10 აპრილი, 2018

დღეს გორში სახალხო დღესასწაული "ოქონობა" აღინიშნება

10 აპრილს, ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, გორში სახალხო დღესასწაული "ოქონობა" აღინიშნება. 09:00 საათზე ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრიდან მოეწყო მსვლელობა ოქონის მშენებარე ეკლესიამდე, სადაც გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) სადღესასწაულო წირვა აღავლინა. წირვის შემდეგ, გაიმართა მსვლელობა ქალაქის დალოცვის მიზნით.

დღის ბოლოს, 18:00 საათზე, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია უმასპინძლებს სააღდგომო საგალობლების ფესტივალს. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. ოქონობის დღესასწაული ატენისა და გორის მიტროპოლიტ მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით 2004 წელს აღდგა და წელს მეთოთხმეტედ აღინიშნება. დღესასწაული უკავშირდება ოქონის ხატს, რომელიც მე-12 საუკუნიდან გორის მფარველად მიიჩნეოდა და თამარ მეფის მიერ აშენებულ ტაძარში იყო დაბრძანებული. ხატი 1991 წელს ქართულ–ოსური კონფლიქტის დროს დაიკარგა და 2001 წელს კრისტის აუქციონზე აღმოაჩინეს. როგორც ერის საგანძური, ოქონის ხატის სპილოს ძვლის უბრწყინვალესი სამკარედი 2004 წლიდან თბილისის სახელმწიფო მუზეუმში ინახება.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით